ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

„საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილების პროექტი არ განიხილება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია ახლავე დაიწყოს საყოველთაო განხილვის პროცესი და ათვლილი იქნას ის ერთვიანი ვადა. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ცვლილებები კონსტიტუციაში ვერ შევა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა” – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან” იმაზე საუბრისას, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრები არ გაიმართება და კანონპროექტის შინაარსს კომისია საზოგადოებას ტელეთერით გააცნობს. მისი განმარტებით, არსებული კონსტიტუცისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესალებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ პროექტს.

„კონსტიტუციაში არის ნორმა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციის კანონის პროექტი არ განიხილება. თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პარლამენტს უფლება არ აქვს შეცვალოს კონსტიტუცია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია საყოველთა განხილვა დაიწყოს ახლავე და ათვლილი იქნას ის ერთთვიანი პროცესი.

„კონსტიტუციაში ჩანაწერი საყოველთაო განხილვის ფორმის შესახებ არაფერს ამობობს, განხილვა შეიძლება ჩატარდეს შეხვედრების გარეშეც სოციალური ქსელების გამოყენებით. საყოველთაო განხილვის მიზანი არის საზოგადოებამ გაიგოს რა ცვლილებები იგეგმება.

„თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ კონსტიტუციაში ვერ შევა ცვლილებები, არჩევნები ჩატარდება ამჟამინდელი არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა. ეს კი იქნება ცუდი არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელისუფლებას შეუძლია ერთი წლით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება და შეინარჩუნოს ხელისუფლება. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხდეს, რადგან მაშინ ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეორედ მოსვლა, ისე უნდა იყოს გავრცელებეული ეს ეპიდემია” – განაცხადა ვახტანგ ხამალაძემ.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...