ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელების გასაკონტროლებლად ტესტი ჩაუტარდა და თუ განმეორებითი ანალიზების შემთხვევაში, მათი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ.

„დღეს ჩატარდა მესამე პაციენტთან გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით გაკონტროლდება კიდევ. როცა ნომერ მეორე პაციენტზე ვსაუბრობთ, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ტესტირებისთვის საჭირო ვადები, ამის გამო მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება ვადის დასრულებისას. შედეგებს მაშინ მოგახსენებთ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ“ – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...