ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც “მარშრუტკების” მოძრაობა აიკრძალა – (ვიდეო)

მეტ­რო­სად­გუ­რებ­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რთნა­კად­მა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ამას ის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 18 მარ­ტი­დან ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა.

“ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ აქ ერ­თმეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია რო­გორ და­ვიც­ვათ, ხომ ვერ მე­ტყვით?” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­რან­და ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი და დღეს ერთ-ერთ ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

ავ­ტო­ბუ­სებ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს ექ­სპერ­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დი­აც და წერს, რომ მთავ­რო­ბას “სულ უნ­დო­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის აკ­რძალ­ვა და ახლა დრო იხელ­თეს, ამ დროს ავ­ტო­ბუ­სე­ბი არც საკ­მა­რი­სია და არც და­ცუ­ლი” – წერს გამ­ზარ­დია და ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი:

“სას­წრა­ფოდ და­აბ­რუ­ნეთ ყვი­თე­ლი მარ­შუტ­კე­ბი, სას­წრა­ფოდ! ახ­სნაც არ არის სა­ჭი­რო რა­ტომ. იმის მა­გივ­რად ტრან­სპორ­ტი და­გე­მა­ტე­ბი­ნათ, რომ სი­ხალ­ვა­თე ყო­ფი­ლი­ყო ტრან­სპორ­ტში, რო­გორ აკ­რძა­ლეთ? ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რი რას აკე­თებთ სა­ერ­თოდ ჭკუ­ა­ზე თუ ხართ?!” – წერს მეს­ხიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი ახლა სწო­რედ მუ­ნი­ცი­პა­ლურ და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტშია.

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვა­ზე მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც თბი­ლისს, ისე რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს ეხე­ბა.

“დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დავ­დი­ვართ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ რა­ო­დე­ნო­ბა გაგ­ვეზ­რდე­ბა. ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის ეტა­პი­დან გა­დავ­დი­ვართ გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე…

საბ­ჭოს სხდო­მის ფარ­გლებ­ში იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და აიკ­რძა­ლე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­რცე­ლე­ბის კერა, ამი­ტომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. დარ­ჩე­ბა ქა­ლაქ­ში მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი, ისე­ვე რო­გორც მეტ­რო, მაგ­რამ მათ და­ე­ვა­ლათ და ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ახ­დი­ნონ ამ ტრან­სპორ­ტის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აქ რის­კე­ბის მარ­თვა უკეთ შეგ­ვიძ­ლია“ – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბი­სას.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...