მსოფლიო

ჩინეთი 5G–ს განვითარებაში 315 მილიარდ ევროს ჩადებს

ევროკავშირმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონები ძალისხმევას გააერთიანებენ მონაცემთა გადაცემის მეხუთე თაობის უსადენო ქსელის 5G–ის განვითარებისთვის. ჩინეთი ამ პროექტში მილიარდობით ევროს ინვესტირებას გეგმავს.

შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება ურთიერთგაგების მემორანდუმი,  რომელიც ეხება ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საერთო კონცეფცია, საბაზო ფუნქციონალურობა და 5G ქსელის განვითარების ვადები. გარდა ამისა, იგეგმება ერთობლივი კვლევების ჩატარება, მობილური ინფრასტრუქტურის ახალი თაობის გლობალური სტანდარტების მიღების დაჩქარება.

ჩინური მხარე მზადაა, 5G ქსელების განვითარებაში 315 მილიარდი ევრო ჩადოს. რაც საშუალებას შექმნის, მონაცემების გადაცემა 10 გიგაბაიტი წამში სიჩქარით მოხდეს. ანალოგიური შეთანხმება ევროკავშირმა მანამდე იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან დადო.

ევროკავშირის მიერ დაანონსებული გეგმის თანახმად, 2020 წლამდე მეხუთე თობის ქსელების განსავითარებლად 50 მილიარდი ევრო დაიხარჯება. სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალ ათწლეულში გახდება მობილური ინტერნეტი 5G მსოფლიო სტანდარტი.

იმ ადამინების რაოდენობის ზრდის ტემპები, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ, თანდათანობით მცირდება.პლანეტის მცხოვრებთა ნახევარზე მეტს კვლავ არ აქვს წვდომა ინტერნეტზე.

გაეროს ფართოზოლოვანი კავშირის კომისიის მონაცემებით, 2015 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპები გლობალური მასშტაბით 8,1%–ია, გასულ წელს კი ის 8,6% იყო. 2012 წლამდე ეს დონე ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა.

ამ რაოდენობის გათვალისწინებით, 2020 წელს ინტერნეტ–მომხმარებელთა რიცხვი 4 მილიარდს არ გადააჭარბებს. ამჟამად პლანეტის მოსახლეობის 57% ქსელით რეგულარულად ან აქტიურად არ სარგებლობს.