ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რომელმა პარტიამ მიიღო პოლიტიკური შემოწირულობა?! “ქართული ოცნება” – 1,108,771 ლარი; “ლელო საქართველოსთვის” – 761,915 ლარი; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 198,444 ლარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უწყების ვებგვერდის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში, 2,673,895 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა – 1,108,771 ლარი მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რომლის სასარგებლოდაც პერიოდის განმავლობაში 58 დონაცია განხორციელდა. შემომწირველებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილიც, რომელმაც ორი შემოწირულობით პარტიას, ჯამში, 50,000 ლარი გადაურიცხა.

შემოწირულობების მხრივ, იანვარ-აპრილის პერიოდში მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 27 შემომწირველისგან, ჯამში, 761,915 ლარი მიიღო, ხოლო “საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს” მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა კი, 288,300 ლარს შეადგენს.

მიღებული შემოწირულეებების ზომით მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 198,444 ლარით, ხოლო “ევროპული საქართველოს” შემოწირულობების ოდენობა კი, 138,060 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...