ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება

საქართველოს პარლამენტში საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება. დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას უყრიან კენჭს. თუმცა, მანამდე ამ საკითხზე პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს.

გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება.

პარლამენტში კენჭისყრამდე საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტის დეკრეტით გახანგრძლივდება.

უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ახალი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება

„7 დღე ჯარისკაცად“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ...