ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ევროპის რიგ ქვეყნებში დღეიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას იწყებენ

ევროპის რიგ ქვეყნებში დღეიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას იწყებენ. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს. გერმანიაში გაიხსნება მაღაზიები, რომელთა ფართობიც 800 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. ასევე იმუშავებს ავტოსალონები და წიგნის მაღაზიები.

ჩეხეთმა წარადგინა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე საქმიანობის ნებართვას ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობები და საამქროები მიიღებენ. ჩეხეთის მოსახლეობა უცხო ქვეყნებში მგზავრობასაც შეძლებს, თუმცა დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინს გაივლის.

ნორვეგიაში გაიხსნება საბავშვო ბაღები, ერთ კვირაში კი სკოლები, უნივერსიტეტები და სილამაზის სალონები. ალბანეთში შეზღუდვები მოეხსნება საწვავის ინდუსტრიას, ფერმერებს, თევზის საწარმოებს და მცირე ბიზნესს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ახალი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება

„7 დღე ჯარისკაცად“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ...