ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთში, პოლიციის დაჭრის ფაქტს ადასტურებს – დაკავებულია 48 წლის მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთში, პოლიციის დაჭრის ფაქტს ადასტურებს. როგირც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს. უწყების ცნობითვე, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბაღდათში, გამოძახებაზე მიოსული სამართალდამცავი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, გასულ კვირას, წითელ პარასკევს, სოფელ ხანში მოხდა. როგორც ირკვევა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის განიარაღება და ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა შეძლო, თუმცა 47 წლის კაცმა ქურთუკიდან ცივი იარაღი ამოიღო და სამართალდამცავი გიგა წიქოძე დაჭრა.

წიქოძე მუცლის არეშია დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ახალი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება

„7 დღე ჯარისკაცად“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ...