ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

არ გვეკადრება ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე, ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორეს მხრივ ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„ამიტომ მე მგონია, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1TV.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ახალი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება

„7 დღე ჯარისკაცად“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ...