ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“3000 ლარის გამო დაგვადეს ინკასო – “მაესტრო” გაჩერდა” – მამუკა ღლონტი

ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო. ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება – ამის შესახებ რადიო „მაესტროს“ დამფუნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

„covid 19 პანდემიად გამოცხადებისთანავე ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა, რადიო “მაესტროს” ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ საკუთარ უზარმაზარ აუდიტორიას მიაწოდონ სასიცოცხლო ინფორმაცია. შემოსავლის უქონლობის გამო, მათ ხელფასები გაუნახევრდათ! მენეჯმენტი რამდენიმე თვეა, საერთოდ არ ვიღებთ ხელფასებს! ვთვლით, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ უბედურების დროს, როცა ჩვენს თანამშრომლებს, ლამის საარსებო სახსრები აღარ აქვთ და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო! ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება! შეგახსენებთ, შემოსული თანხა მხოლოდ საწვავში და საარსებოდ სამყოფ ხელფასებში იხარჯებოდა. დაგვადეს ინკასო! როგორ ვამუშაოთ, საქართველოს ლამის მთავარი საინფორმაციო რადიო “მაესტრო”? იქნებ ვინმემ რამე რჩევა მომცეთ, თორემ დარჩებით ბიძინა-მიშას მედია ამარა!“ –  წერს მამუკა ღლონტი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თვითმხილველების განცხადებით, დიდუბის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ...