ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მხარს არ უჭერს მანქანით მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს მანქანით მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, რადგან ავტომობილი ბევრ ადამიანს საქმისთვის სჭირდება.

“მე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ. ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმისთვის სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ყველაფერი ამის კეთება სპეციალური საშვებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით ძნელია. ვფიქრობ, რომ ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლებელი გახდება მანქანების მოძრაობის აღდგენა, იმ პირობით, რომ ცოტა ვისწავლეთ, თუ როგორ მოვიქცეთ. დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები როცა მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს გამოიჩენენ” – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე აქციის გამართვისთვის დააჯარიმეს და პოლიციაში გადაჰყავთ

“სამკურნალო აქცია” იპოდრომზე – პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც იპოდრომზე აქცია-სეირნობას მართავს, პოლიციამ 3 000 ...