ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მიკვირს მედიის წარმომადგენლები რომ არ ინფიცირდებიან – თენგიზ ცერცვაძე

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ ჩვენთან, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც არ ინფიცირდებიან – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

„მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. მაგალითად, იტალიაში 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ მათ ღმერთი იფარავს და მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, რადგან მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ თუნდაც, სოციალური დისტანცირების დარღვევა, რომ ინტერვიუს ასაღებად რესპონდენტთან ახლოს მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს“ – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ახალი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება

„7 დღე ჯარისკაცად“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ...