ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა პატიმრობით დაისჯება

საგანგებო, საომარი მდგომარეობისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა  მაქსიმუმ ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება. „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.

სანრი ოხანაშვილის განცხადებით დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ისინი ხელმძღვანელობენ პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის მაქსიმუმ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“არსებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ 3 წლამდე, ისიც განმეორებით ჩადენის შემდგომ.

რაც შეეხება ახალ ცვლილებებს, იგი შეეხება არა მხოლოდ საგანგებო, არამედ საომარი რეჟიმის დარღვევას, რისთვისაც გავითვალისწინეთ  განმეორებით ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ 6 წლამდე.

6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთას. შესაძლებელია კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება და პირს პასუხისმგებლობა დააკისრონ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამიტომ ვიღებთ მსგავს ზომებს” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე აქციის გამართვისთვის დააჯარიმეს და პოლიციაში გადაჰყავთ

“სამკურნალო აქცია” იპოდრომზე – პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც იპოდრომზე აქცია-სეირნობას მართავს, პოლიციამ 3 000 ...