ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლდება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.​

კანონპროექტის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.

„ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, ამ კანონის პროექტით აღნიშნული დავალიანების მქონე მოქალაქეები ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის და აღსრულების ხარჯებისაგან“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თვითმხილველების განცხადებით, დიდუბის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ...