ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

21-23 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას უმასპინძლებს

კომპანია Lisi Wood-ი, რომელსაც ლისის ტბაზე ფესტივალის ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წელს, 21-22-23 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას ანაკლიაში გამართავს. პროექტში 200 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა ლაშა წურწუმიამ განუცხადა.

მისი თქმით, წელს ღონისძიების ჩატარების მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა, ამიტომ Lisi Island Anaklia ისეთი მასშტაბური და ხალხმრავალი არ იქნება, როგორიც ამ ტიპის ღონისძიებებია ხოლმე.

„ეს იქნება 3-დღიანი ღონისძიება, სადაც ჩამოსული ადამიანები კარგად გაერთობიან. ეპიდემიიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის გამო ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იყიდება, რომლის ფასი, ჯერჯერობით, 100 ლარია, შემდეგ კი 130 ლარი გახდება. აქცენტს მხოლოდ ადგილობრივებზე ვაკეთებთ. ღონისძიება გაიმართება კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 8 000 მ2-ს მოიცავს. მსურველებს 3 დღის განმავლობაში ვთავაზობთ კარგ მუსიკას და გართობას. დაახლოებით, 500-მდე ადამიანის მიღებას შევძლებთ, თუმცა ეს იმ პერიოდისთვის ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებებისთვის დამსწრეთა რაოდენობის დასაშვებ ლიმიტზეა დამოკიდებული.

ჩვენთან პირდაპირ ბილეთის გაყიდვა არ ხდება, თავდაპირველად მსურველი აგზავნის მოთხოვნას, რომელსაც ვუდასტურებთ და ამის შემდეგ ხდება ბილეთის შეძენა. მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე შეგვიძლია, რომ ხალხს ვუმასპინძლოთ, ამიტომ ნელ-ნელა ვაძლევთ თანხმობას, რომ ბილეთი იყიდონ. მოთხოვნაზე დასტური კი facebook-ი ონლაინ ვერიფიკაციის საფუძველზე გაიცემა, რაც იგივე ფეისკონტროლია“ – განაცხადა ლაშა წურწუმიამ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თვითმხილველების განცხადებით, დიდუბის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ...