ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ეს მიშას გზაა და მე გამარჯვებისთვის დავიბადე – ყოფილი პრეზიდენტის ახალი ტრანსფორმაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საერთო ჯამში, თქვენ უნდა იცოდეთ, მე დიდი გეგმები მაქვს უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

დიდ ტრანსფორმაციას ვემხრობი. არ მჯერა არასრული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის. მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგის. ამ შემოდგომაზე მე ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის საქართველოში.

ჩვენ დავასრულებთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას და ჩემი ხალხის განადგურებას რუსეთის პროტეჟეს, ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ რელსებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ პირადად მომიწევს ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.

დიახ, მე ვიბრძვი უკრაინასა და საქართველოში. დიახ, მე არ ვითხოვ მაღალ თანამდებობებს არც ერთ ქვეყანაში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონული ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ გაუმჯობესებისა და რეფორმის იმედთან. ამ ხალხს მე არ დავაღალატებ, რაც უნდა მოხდეს და რადაც უნდა დამიჯდეს. როგორი სირთულეებიც უნდა იყოს, მე არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები და არ ჩამოვუშვებ ხელებს არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში.

დიახ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდი, თუმცა ამავდროულად, მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფრონტზე ჩვენ დიდი საქმეები და დიდი წარმატება გველოდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი არიან, რომელთათვისაც მე ვცხოვრობ და ვაპირებ, ვიცხოვრო დარჩენილი სიცოცხლე. გარემოებების გამო, ენერგიის ისეთ მოზღვავებას განვიცდი, რომელიც დიდი ხანია, არ მიგრძვნია.

ყველაფერს, რასაც გავაკეთებ, გავაკეთებ სიყვარულით, სიყვარულისთვის და იმისათვის რაც ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას – ჩვენი ქვეყნებისა და მათი შესანიშნავი მოქალაქეებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მე კი არ ვარ გამარჯვებისთვის დაბადებული, არამედ უკრაინაც და საქართველოც გამარჯვებისთვის არიან დაბადებული! ჩემი თანამებრძოლები და ახლობელი ადამიანები გამარჯვებისთვის არიან დაბადებული! ეს არის ჩემი გზა. შემომიერთდით. ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ“

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თვითმხილველების განცხადებით, დიდუბის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ...