29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა

“გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

“გაზპრომთან” დაკავშირებით ჩემს კოლეგასთან, ენერგეტიკის მინისტრთან დავაზუსტე აღნიშნული საკითხი. ეს ეხება ტექნიკურ დეტალებს, ეხება იმ გაზის ტრანზიტს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაზე გადის. აქედან გამომდინარე, ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა მოტივაციას აქ ვერ შემოვიტან. აღნიშნული შეხვედრები არის ტექნიკური ხასიათის მატარებელი და ის ეხება იმას, რომ საქართველოზე გადის ტრანზიტული გაზი “გაზპრომით”,

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, შესაბამისად, ეს არის ტექნიკური დეტალები მხოლოდ ტრანზიტთან მიმართებით.