საზოგადოება

საქართველოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების ათეული

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 70 000 აქტიური ინდმეწარმე და იურიდიული პირია. აქედან დაახლოებით 47 000 მოქმედ სუბიექტს დაქირავებული მუშახელი ჰყავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოიცავს როგორც სამეწარმეო (ბიზნესი), ისე არასამეწარმეო სფეროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატს ძალოვანი უწყებების, მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის II კვარტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში 10 მსხვილი დამსაქმებელის ჩამონათვალი ასეთია:
1. სს საქართველოს რკინიგზა
2. შსს. სსიპ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
3. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
4. ს/ს ლიბერთი ბანკი
5. შპს ჯორჯიან მანგანეზი
6. სს ენერგო – პრო ჯორჯია
7. სსიპ ი.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. სს თიბისი ბანკი
9. ს.ს. საქართველოს ბანკი
10. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი დასაქმებული ტრანსპორტის, დაცვისა და საბანკო სფეროზე მოდის. ამასთან, საქსტატში აცხადებენ, რომ თითოეულ კომპანიაში დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ.

ambebi.ge