ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

SOS  – „აგენტებს“ გადაეცემათ ფულადი პრიზი 1500 ლარიდან 20 000 ლარამდე (ექსკუზივი)

დღეს დილით ვებ.გვერდზე mymarket.ge-ზე გამოჩნდა განცხადება, სადაც დამსაქმებელი მიმართავს საზოგადოებას, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია კორუფციის და სხვა დარღვევების შესახებ რის შედეგადაც „აგენტს“ გადაეცემა ფულადი პრიზი 1500 ლარიდან 20 000 ლარამდე. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„გთავაზობთ სანდოობის, ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის 100% გარანტიით მოგვაწოდოთ ინფორმაციები შესაძლო კორუფციული ფაქტების შესახებ. ინფორმაციები საჯარო პირებდა და სახელმწიფო მოხელეებს შორის შესაძლო მექრთამეობის, პირადი გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სხვა სამოხელეო დანაშაულის შესახებ. შეთავაზება მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოხელის რანგს და პიროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.

ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული, სარწმუნო. დასადასტურებლად სარწმუნო ინფორმაციაში მიიღებთ გარანტირებულ გრანტებს თითოეულ მონაცემზე 1500 ლარიდან 20 000 ლარამდე. შეთავაზება რეალურია, თვენი ვინაობა და პიროვნება უპირობოდ დაცულია. საინტერესოა სხვა ფაქტებიც – მაგ: ყალბი ფულის და დოკუმენტების დამზადება და ა.შ“ – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Georgian National News (GNN) დაუკავშირდა თავად განცხადების ავტორს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არის კერძო პირი და სურს მოსახლეობას დაეხმაროს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. დამატებით რამოდენიმე კითხვის დასმის შემდეგ კი მათ მობილური ტელეფონი გათიშეს და ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოდიან.

ასევე ჩვენ ჩავატარეთ პატარა ექსპერიმენტი, Georgian National News-ის (GNN) ჟურნალისტი სხვა ნომრიდან დაუკავშირდა ზემოთ აღნიშნული განცხადების ავტორს და უთხრა, რომ ინფორმაციის მიწოდება გვინდოდა.

გთავაზობთ სატელეფონო საუბრის მოკლე ტექსტურ ვარიანტს:

GNN – გამაჯობა ინფორმაციის მოწოდება გვინდა თქვეთვის კორუფციასთან დაკავშირებით და რამდენად დაცულია კონფედენციალურობა?

– კონფედენციალურობა ჩვენს ორგანიზაციაში აბსოლიტურად დაცულია. ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მოსვლას, ჩვენ თავად შეგვიძლია მოვიდეთ და მოგისმინოთ.

GNN – კერძო ორგანიზაცია ხართ თუ სახელმწიფო?

– ჩვენ არ ვართ კერძო ორგანიზაცია. ვეხმარებით საქართველოს და ქართველებს მათი პრობლემების მოგვარდებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შევხვდეთ ერთმანეთს.

როგორც ხედავთ ზემოთ აღნიშნული განცახების ავტორი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა კერძო კომპანიაა თუ სახელმწიფო!!!

ამ თემასთან დაკავშირებით Georgian National News (GNN) დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში სამართლებრივად დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, რამოდენიმე წუთში ვაკანსია აღნიშნული საიტიდან გაქრა!!! რატომ? ამაზე პასუხი არავინ იცის!

დადე1

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

წყალტუბოში 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, უცნობმა პირებმა 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს. ...