25/04/2024
Latest:
მსოფლიო

“დოიჩე ბანკმა” კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

“დოიჩე ბანკმა” კლიენტს 6 მილიარდი აშშ დოლარი შეცდომით გადაურიცხა. ფინანსური ტრანზაქცია ბანკის სავალუტო განყოფილების უმცროსმა თანამშრომელმა მაშინ განახორციელა, როცა მისი უფროსი შვებულებაში იყო წასული.

„დოიჩე ბანკმა“ მომხდარის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ბიუროს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას აცნობა. თანხა „დოიჩე ბანკის“ ანგარიშზე მეორე დღესვე დაბრუნდა.

როგორც წესი, დოიჩე ბანკში ე.წ. ოთხი თვალის პრინციპით მოქმედებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოცულობის ტრანზაქციას სულ მცირე 2 თანამშრომელი ამოწმებს. თუმცა ამჯერად რევიზია გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩატარებულა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “დოიჩე ბანკის” აქციები საგრძნობლად დაეცა.”ბლუმბერგის” ანალიტიკოსების ცნობით, ბანკმა შესაძლოა დაკარგოს სამუშაო განყოფილების თითქმის 25 პროცენტი, აქტივების შემცირებისა და გაყიდვის გამო, მათ შორის “პოსტბანკის” ფილიალი გერმანიაში, რომელიც სამომხმარებლო კრედიტებს უზრუნველყოფს.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]