29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას 2017 წლიდან დაიწყებს

საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას 2017 წლიდან დაიწყებს, – განაცხადა  ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას დაესწრო.

ეკონომიკის მინისტრი ეთანხმება  სსფ-ს  შეფასებას, რომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება, მან ამ მხრივ საპენსიო რეფორმა დაასახელა, რომლის საკანონმდებლო ბაზის მომზადება და იმპლემენტაცია დაგეგმილია 2016 წლისათვის, ხოლო 2017 წელს მისი განხორციელება დაიწყება.  

რეფორმას საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განახორციელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სსფ-ს  პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში მთელი რეგიონის მასშტაბით.

მინისტრი იმედოვნებს, რომ საპენსიო და  ყველა სხვა რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, აუცილებლად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მზარდ დინამიკაზე.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]