25/04/2024
Latest:
მსოფლიო

Facebook Messenger-ს ახალი ფუნქციები ემატება

Facebook Messenger-ს უახლოეს მომავალში ემატება ახალი ფუნქცია სახელად Message Requests.

აქამდე, თუკი რომელიმე არამეგობარი მოგწერდათ, ის არა  თქვენს ინბოქსში, არამედ  დასპამულ და უცნაური მონაწერებით აღსავსე განყოფილებაში, “other-ში” მოხვდებოდა, ხოლო თქვენ ამის შესახებ არანრი შეტყობინებას არ მიიღებდით. შემთხვევით თუ მოკრავდით თვალს ამ განყოფილებაში ჩავარდნილ მესიჯებს.

ეს ასე აღარ იქნება. ის მესიჯები, რომლებიც “other-ში” მოხვდებოდნენ ახლა ცალკე განყოფილებაში გადაინაცვლებენ და თქვენც შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ შეტყობინება და შემდეგ გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა პასუხის გაცემა და თანაც ისე, რომ გამომგზავნმა ვერაფერი შეიტყოს. ნებისმიერ ადამიანთა საუბრის წამოსაწყებად უბრალოდ მათი სახელისა და გვარის ცოდნაა საჭირო.

 

12185455_10156280059890195_747446120843886788_o-640x389

 

[wpolling id=”9″ width=”” height=””]