29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

“2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც გააკეთებს კომენტარს, რადგან ეს მთავრობის გადასაწყვეტია.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყოს 3 ან უფრო ნაკლები, რაც დღევანდელი პროექტით არის შენარჩუნებული, შესაბამისად, აღნიშნული ბიუჯეტი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოდგენს; რაც შეეხება ხარჯვით პრიორიტეტებს, ეს კითხვა არის ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად, მთავრობასთან”,

– განაცხადა ქადაგიძემ.

გუშინ პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა. ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა და ის პარლამენტის რეგლამენტის დადგენილი წესით, კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცა. ამის შემდეგ ბიუჯეტი განხილვისთვის სესიაზე უნდა გავიდეს, ხოლო 15 ნოემბრამდე მთავრობას შენიშვნებით უკან კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს. პარლამენტს ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]