24/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,2015 წლის ოქტომბრის თვე საქართველოში 504 450-ის უცხოელის ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდისმაჩვენებელზე 7,3 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითიწილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 178 387 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, მატებაწინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);

ბ) ტრანზიტი – 130 116 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,8%, მატებაწინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);

გ) სხვა – 195 947 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინაწლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,5%).

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 995 489 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,8%-ით მეტია 2014 წლისანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტორების რაოდენობა კვლავ სომხეთიდან(+9,2%), თურქეთიდან (-3,7%), აზერბაიჯანიდან (+5%), რუსეთიდან(+15,3%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდისკუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანიადა ლატვია (შესაბამისად 19%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიისქვეყნებიდან – ყაზახეთი (31%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან -ბელორუსია (53%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (34%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 762% დასაუდის არაბეთი – 77%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკისშეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]