25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული მანდარინი ბათუმის პორტიდან რუსულ ბაზარზე გავა

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად მანდარინი ბათუმის პორტიდან ნოვოროსისკით რუსულ ბაზარზე გავა.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, რომ გემი სახელწოდებით ”მეგობრობა” შავი ზღვის ბათუმის აკვატორიიდან ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ივლის.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 80-90 ათას ტონას შეადგენს, ციტრუსის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ციტრუსის მიმღებ- დამხარისხებელი საწარმოების, ასევე პორტისა და საბაჟოს წარმომადგენლები.