საზოგადოება

“რუსთავი 2″-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები აშშ-მ დადებითად შეაფასა”

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა უზრუნველყოს პლურალისტური პოლიტიკური და მედია სივრცე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდა აღნიშნულია:

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს.

ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობა”,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 ნობერს ვაშინგტონში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ.

აშშ-ის დელეგაციას კი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფომდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორისთანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისრეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს დელეგაციაში იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.