საზოგადოება

„სახალხო აფთიაქი“ ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობასა და სეგმენტის გაფართოების ინიციატივას მიესალმება

„სახალხო აფთიაქის“ ქსელში სხვადასხა ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტები განსხვავებულ ფასად იყიდება. ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობის აუცილებლობასა და მისი სეგმენტის გაფართოების ინიციატივას „სახალხო აფთიაქის“ წარმომადგენელი მიესალმება და სახელმწიფოს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემნილი მდგომარეობის დარეგულირებისკენ მიანიშნებს: „სახალხო აფთიაქის საცალო ქსელში  მედიკამენტების საკმაოდ ფართო არჩევანია, მათ შორის ჯენერიკ პრეპარატების. ზოგადად, მედიკამენტების  შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს უნდა შეეძლოს სასურველ პრეპარატზე ინფორმაციის მიღება. მაგალითად, თუ ეწვევით ჩვენს ვებ–გვერდს, თქვენ ნახავთ, რომ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული ამლოდიპის შემცველი მედიკამენტები განსხვავებული ფასებით – ფრანგული, გერმანული, სლოვენიის, უნგრული, თურქული, ქართული და ინდური. ფასებს ამ პროდუქციაზე ადგენენ ის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ამ მედიკამენტების იმპორტს საქართველოში. ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დარეგულირება სახელმიფოს პრეროგატივააა. ჩვენ, ისევე როგორც სხვა საცალო აფთიაქები, უზრუნველყოფთ მომხმარებლისთვის მათ მიწოდებას ჩვენი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით. ასევე გეტყვით, რომ აფთიაქის დარიცხვა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ მედიკამენტებზე საშუალოდ  15-18 პროცენტამდე მერყეობს.“

[wpolling id=”10″ width=”” height=””]