ეკონომიკა

“სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას”

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას, – ამის შესახებ კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად შეუწყობს ხელს 2016 წლის ბიუჯეტი სამუშაო ადგილების ზრდას. რაც შეეხება მომავალი წლის ივლისიდან პენსიების ზრდას, კალაძის თქმით, ამაზე დიდი ხანია, მიდიოდა მუშაობა და გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

“პირველი ივლისიდან პენსია იქნება 180 ლარი. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახელობას. ზოგადად, თუ ჩვენ ბიუჯეტს გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ორინეტირებულია ხალხზე, ადამიანზე. ზუსტად ეს არის ის პროგრამა, პროექტი, რომელიც თავიდანვე, წინაასაარჩევნოდ 2012 წელს იყო გაღერებული და ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი”,

– განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე – როგორ მოხდა პენსიების ზრდისთვის შესაბამისი რესურსის მოძიება, კალაძის თქმით, თანხები მაქსიმალურად არის მოძიებული, ამოკრეფილი იქნა, თუ რა შესაძლებლობები იყო.

“თქვენ იცით, რომ ასევე გაზრდილია შემოსავლები. ეს გადაწყვეტილება საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული”,

– განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, კახა კალაძის თქმით, სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას.

“სახელმწიფომ, მთვარობა ყველანაირად ხელი უნდა შუწყოს ბიზნესს, თავისი ახალი კანონების შემუშავებით, რეგულაციების გამარტივებით. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი პროექტის განხორციელებული, თუნდაც ავიღოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით, 139 ახალი საწარმოა არის შექმნილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, ეს არის კერძო სექტორი. მე მესმის, ეს შეიძლება არ არის ძალიან ბევრი, თუმცა პროგრესი არის. ეს პროცესი დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს”,

– განაცხადა კალაძემ.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]