მსოფლიო

ნავთობის ფასი კვლავ მცირდება

ნავთობის ფასი ისევ მცირდება ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო და ნავთობის მსოფლიო მარაგების ბაზარზე ჭარბი რაოდენობის გამო.

მომდევნო კვირის ბოლოს ვენაში ჩატარდება ოპეკის შეხვედრა, სადაც ირანი აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ განცხადების გაკეთებას.

რაც შეეხება აშშ დოლარს, იგი ამერიკაში „მადლიერების დღის“ დღესასწაულების ფონზე სტაბილურობას ინარჩუნებს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ, ბაზარზე სავაჭრო სესიის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი სერიოზული რყევები.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

  • ევრომ დოლართან მიმართებაში ოდნავ გამყარდა  და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0625 ნიშნულზე მიმდინარეობს.
  • ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში თითქმის იგივე პოზიციებზეა და ვაჭრობა 1,5087 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • იაპონურმა იენამ მოიმატა დოლართან  მიმართებაში და ვაჭრობა 122.35 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა დაიკლო და ვაჭრობა 1068.18 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • ვერცხლის ფასიც დაეცა და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.14 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი დაეცა და დაფიქსირებულია 45.50 დოლარზე.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი