მსოფლიო

მსოფლიოს უმსხვილესმა იაპონურმა საპენსიო ფონდმა 64 მილიარდი დოლარი დაკარგა

იაპონური ფონდის Government Pension Investment Fund – მესამე კვარტალში 5,6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, რაც 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული, ფონდის ისტორიაში, ვარდნის მაქსიმალური მაჩვენებელია. ვარდნის მაჩვენებლის დიდი ნაწილი, იაპონური და უცხოური კომპანიების აქციებზე მოდის. ფონდმა, თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ობლიგაციების ღირებულებების დაწევის გამო დაკარგა. ამასთან, იაპონურმა საელმწიფო ობლიგაციებმა, ფონდს 2,5 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა.

Government Pension Investment Fund-ი 1,1 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მფლობელია და მსგავს მიმართულებებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილესი კომპანიაა.

ipress.ge