ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

მიხეილ გიორგაძე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ქართველ დირიჟორ დავით კინწურაშვილთან ერთად, ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა ბელორუსიიდან. ამავე კონცერტზე შესრულდება მოცარტის შედევრი – მე-40 სიმფონია.

17-22 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მასპინძლობს.
ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს საგანგებოდ სტუმრობენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, რომლებიც ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები – ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და სუდანელი არტისტი ალი მაჰდი. სემინარის თემა იქნება მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, რომელიც სპეციალურ დიპლომებს გადასცემს მასტერკლასებში მონაწილე ნიჭიერ ბავშვებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში – BATUMI MusicFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ქართველი ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის მასტერკლასები ყოველ წელს იმართება, სადაც წარმატებული კანდიდატები შეირჩევიან საზღვარგარეთ გალა კონცერტებში მონაწილეობისათვის. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ძირითადად, პოპულარული კლასიკური შედევრებისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...