ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, – მიწვევა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპისგან გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. საუბარი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივასაც შეეხო. პრემიერ-მინისტრები ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
მოლდოვას პრემიერი, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიესალმება. გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას ამ პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა. პრემიერ-მინისტრებმა ნაყოფიერად შეაფასეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და სხვა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა. გიორგი კვირიკაშვილმა პაველ ფილიპს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...