ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საქართველოს სახელმწიფო მმართველობა უფრო ეკონომიურია ვიდრე ევროკავშირის 10 სახელმწიფოს ბიუროკრატია

ფაქტები ციფრებში: სახელმწიფო მმართველობის ხარჯების წილი ეკონომიკაში მცირდება

მშპ-ში სახელმწიფო მმართველობის ხარჯების წილი წლიდან წლამდე მცირდება, თუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მისი წილი ეკონომიკაში 17%-საც კი აჭარბებდა და საშულოდ12%-ი დონეზე იყო, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 9,9%-ი იყო, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში 8,8% -ი.

თვალსაჩინოებისათვის იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ 2011-2012 წლებში სახელმწიფო მმართველობის ჯამური დანახარჯები (4 969 მლნ ლარი) 125 მილიონი ლარით აღემატება, 2013-2014 წლის ჯამს (4844 მლნ).

2011-2012 წლებში 2009-2010 წლებთან შედარებით (4800 მლნ) ზრდა იყო 168 მილიონი ლარი.
მსოფლიო ბანკის ამ მეგა-პროექტმა(The Worldwide Governance Indicators (WGI) project), მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრის EIU-ის (Economist Intelligence Unit)ექსპერტიზის შედეგებიც გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით 2014 წლის საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დონემ(ბიუროკარატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტიანობა) 62,5% შეადგინა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს . აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს, მათ შორის ბელგიას, ჩეხეთს, უნგრეთს, ლატვიას, პოლონეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, იტალიას, რუმინეთს და ბულგარეთს.

აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველო 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით ევროკავშირის წევრი ისეთი 7 სახელმწიფოს დონეზე დგას, როგორიცაა ესტონეთი, ირლანდია, ლიტვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია და სლოვაკეთი.