საზოგადოება

თამარ ტოგონიძე: “მედიკამენტის მწარმოებელ  ფარმაცევტულ კომპანიას აუცილებელია ჰქონდეს ხარისხის ნიშანი”

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაასახელა. ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებაზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო სერვისის მენეჯერნა თამარ ტოგონიძემ ისაუბრა.

„წლების წინ,  ზოგადად,  ჯენერიკებს ნაკლებად ვიყენებდი, უპირატესობას უფრო ბრენდულ მედიკამენტებს ვანიჭებდი. თუმცა, შემიძლია დღეს ვაღიარო, რომ ამ მიმართულებით მიდგომები შეიცვალა როგორც კლინიკებში, ასევე ოჯახებშიც.  ირგვლივ ყველა ჩემი კოლეგა ჯენერიკებს იყენებს და საკმაოდ კმაყოფილები არიან მისი შედეგებითა და მოქმედებით. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ჯენერიკი ინდური წარმოებისაა, არ მიმაჩნია იმის აუცილებელ გარანტად, რომ ის უხარისხოა. მედიკამენტის წარმოებისას მთავარია კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს, ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ქარხნის გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს“.