29/03/2024
Latest:
საზოგადოება

,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ”

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში, ჯამში დაახლოებით საქართველოს 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
“ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არცერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. მე მინდა დავაკონკრეტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო. თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ჯამში ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ და ეს სრულიად უფასოდ მოხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის გათვლით, აღნიშნული მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება დაახლოებით 2 მილიარდს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა აშშ-სა და კომპანია “გილეადს” გადაუხადა.