28/03/2024
Latest:
მსოფლიო

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიაში მილიარდი დოლარს დახარჯავს

ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის არჩევნებზე აშშ–ს რესპუბლიკური პარტიიდან ერთ–ერთი შესაძლო კანდიდატი, აცხადებს, რომ თუკი ეს საჭირო იქნება მზადაა თავის საარჩევნო კამპანიაში მილიარდი დოლარი დახარჯოს.

„ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე წელიწადში 400 მილიონს გამოვიმუშავებ, ასე რომ რა განსხვავებაა? მე მინდა ჩვენი ქვეყანა დიდი და ძლევამოსილი გავხადო“, – განუცხადა მილიარდერმა ჟურნალისტებს აიოვას შტატში თავისი მოგზაურობის დროს.

როგორც CNN აღნიშნავს, ტრამპს, რომლის ქონება მისივე განცხადებით 10 მილიარდ დოლარს აღწევს, არ სჭირდება ლობისტებისა და სპონსორების გულის მოგება.

მაგალითად, ამას წინ ტრამპმა განაცხადა, რომ უარი თქვა 5 მილიონ დოლარზე, რომელიც ერთ–ერთმა კერძო შემომწირველმა შესთავაზა მისი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.