29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

„აფხაზები რუსეთში ელექტროენერგიას ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს ჩვენ ვაკონტროლებთ“

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს, ქართული მხარის მიერ კონტროლდება.

კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აფხაზეთი ენგურჰესიდან მეტ ელექტროენერგიას იღებს, ვიდრე ადრე იღებდა და აღნიშნულ ელექტოენერგიას კრასნოდარში ყიდის.

„ – ელექტროენერგიას იმდენს ვაწვდით, რამდენიც საჭიროა მათი მოხმარებისთვის, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია მოხმარება. ფიზიკურად ვერ გაყიდიან რუსეთში, რადგან ხაზს, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებთ, ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით ენგურჰესდიან გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს კონტროლორებად ტერიტორიაზე ნაწილდება, 40%-ს კი ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.