მსოფლიო

როგორ იმოქმედებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი აშშ-ს ეკონომიკაზე

ამერიკის ღია ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC), ათი წლის განმავლობაში პირველად, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი აწია. ამერიკულმა ვალუტამ თითქმის შვიდი წელი გაატარა ნულოვანი განაკვეთის სიახლოვეს (0-0.25%), რის შემდეგაც, ჩატარებულმა რეფორმებმა და ეკონომიკის სტაბილური გაჯანსაღების უტყუარმა ნიშნებმა, FOMC-ს და ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯანეტ იელენს, განაკვეთის ზრდის დაწყების საშუალება მისცა.

ფედერალური რეზერვების ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპროცენტო განაკვეთების შეცვლის შესახებ, რამაც გამოიწვია ტალღოვანი ეფექტი მთლიანი ეკონომიკის მიმართ. Investopedia-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, აღწერილია თუ რა გავლენას იქონიებს ზემოთ აღნიშნული მოვლენა აშშ-ს ეკონომიკაზე, როგორც საერთო ჯამში, ასევე ცალკეულ საფონდო და ობლიგაციების ბირჟაზე, ინფლაციასა და რეცესიაზე.

დანახარჯები

ყოველი სესხის არსებობა აჩენს შესაძლებლობას, რომ სესხის ამღები დაბრუნებას ვერ შეძლებს. კრედიტორისთვის ამ რისკის კომპენსაცია, გარკვეული ჯილდო, არის საპროცენტო განაკვეთი, თანხა, რომელსაც კრედიტორი გამოიმუშავებს გაცემული სესხის დაბრუნებისას.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს, რომ სესხის აღებისას დასაბრუნებელი თანხა მაღალია, მომხმარებლის განკარგვადი შემოსავალი დაბალი და აუცილებელია ხარჯების შემცირება. როდესაც, განაკვეთის ზრდას თან ერთვის დაკრედიტების სტანდარტების გაზრდა, ბანკი გაცილებით რთულად გასცემს სესხს. ამ შემთხვევაში რთულდება ბიზნესის წარმოება. შემცირებული დანახარჯები, პირველ რიგში, წარმოების სფეროში დასაქმებული მოსახლეობის შემცირებას გამოიწვევს.

რაც შეეხება დაბალ საპროცენტო განაკვეთს. ეს სესხების მსურველის რაოდენობის გაზრდას ნიშნავს. მარტივად, რომ ვთქვათ მომხმარებელი იღებს სესხს, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რათა სწაფადვე დახარჯოს იგი და შეიძინოს ისეთი საქონელი, როგორიცაა სახლი, ავტომობილი და ა.შ. რაც უფრო ნაკლები პროცენტია გადასახდელი, მით უფრო იზრდება დახარჯული ფულის მოცულობა, რაც ეკონომიკური დანახარჯების ტალღური ეფექტით გაზრდას იწვევს. ეს ყველაფერი მსხვილი და მცირე ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიანია. რადგან, ამ შემთხვევაში, გასავალი წარმოების ზრდას ნიშნავს.

ინფლაცია და რეცესია

გაიზდება თუ შემცირდება საპროცენტო განაკვეთები, პირველი რის შესახებაც თქვენ მოისმენთ, ეს არის ფედერალური ფონდის განაკვეთი. ეს არის კურსი, რის მიხედვითაც ბანკები სესხულობენ ერთმანეთისგან ფულს. აღნიშნული კურსი ყოველდღიურად ცვალებადია, რადგან მისი ცვლილება ყველა სხვა დანარჩენ სესხზე ახდენს გავლენას. ასევე, გამოიყენება, როგორც საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა და ზრდის ინდიკატორი.

ამ ცვლილებებს შეუძლია მოახდინოს გავლენა, როგორც ინფლაციაზე, ასევე, რეცესიაზე. ინფლაცია გულისხმობს გრძელვადიან პერიოდში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების გაზრდას, რაც ძლიერი ეკონომიკის მაჩვენებელი უნდა იყოს. თუმცა, თუ ინფლაციის ტემპის კონტროლი სახელმწიფოს ბერკეტებს გაექცევა, გარდაუვალია დიდი დანაკარგები და მსყიდველობითი უნარის შესუსტება.

ინფლაციის ტემპის კონტროლისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემა იყენებს ორ ძირითად ბერკეტს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI) და მწარმოებელთა ფასების ინქექსს (PPI). თუ, ეს მაჩვენებლები წელიწადის განმავლობაში გაიზრდება 2-3%-ზე მეტად, ფასს გაზრდის ფედერალური ფონდების განაკვეთს, რათა გაზრდილი ფასები კონტროლქვეშ მოაქციოს. რადგანაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი დანხარჯების შემცირებას იწვევს, რაც შესაბამისად, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას შეამცირებს და ინფლაციაც დაეცემა.

მაგალითისთვის, 1981-82 წლებში, როდესაც ინფლაცია 14%-ს შეადგენდა ფსს-მ საპროცენტო განაკვეთები 20%-მდე გაზარდა. მართალია ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მძიმე რეაქცია მოჰყვა, თუმცა, მზარდ ინფლაციას საბოლოოდ მოეღო ბოლო.

ყველაფერი საწინააღმდეგოდაა რეცესიის შემთხვევაში. კლებად საპროცენტო განაკვეთს რეცესიის დასრულება შეუძლია. რადგან ნასესხები ფული ხდება უფრო “იაფი”, ძალაუნებურად, დანახარჯებიც იზრდება. მაგალითად 2001-02 წლების მოვლენებიც გამოდგება, როდესაც საპროცენტო განაკვეთი 1.25%-ს გაუტოლდა.

ობლიგაციები და საფონდო ბიჟები

აშშ-ს ინვესტორებისთვის საკმაოდ მასშტაბური ბაზარი აქვს. საშუალო დივიდენდური შემოსავლების, სასერთიფიკატო დეპოზიტების (CD), აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების (T-Bonds) არჩევისას, ინვესტორები ირჩევენ საქონელს დაბრუნების ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ფედერალური ფონდების მიმდინარე განაკვეთი განსაზღვრავს, თუ სად დააბანდებენ ინვესტორები აქტივებს.

საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ზეგავლენას ახდენს ბიზნესისა და მომხმარებლების ფსიქოლოგიაზე. მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის, დანახარჯების შემცირებას ნიშნავს. რა, თავის მხრივ, შემოსავლების შემცირებას და საფონდო ბირჟაზე ფასების შემცირებას იწვევს. თუმცა, განაკვეთების ზრდისას ყველაფერი პირიქით ხდება, საფონდო ბირჟებზე ფასების ზრდისას, ბიზნესიც და მომხმარებლებიც ზრდიან გასავლებს.

რაც შეეხება ობლიგაციებს. აქ ვხვდებით უკუპროპორციულ დამოკიდებულებას საპროცენტო განაკვეთსა და ობლიგაციებს შორის. განაკვეთი იზრდება, ობლიგაციების ფასი მცირდება და პირიქით, განაკვეთი მცირდება, ობლიგაციების ფასი იზრდება. რაც უფრო დიდია ობლიგაციების განაღდების ვადა, მით უფრო მერყევია მისი “ურთიერთობა” საპროცენტო განაკვეთთან.

სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორი, ობლიგაციები გაყიდვის გზით, ცდილობს ფულის მიღებას. საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად იკლებს დაბალშემოსავლიან, იაფ ობლიგაციებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასებიც.

საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან ერთად კომპანიები გაზრდიან ახალი ობლიგაციების გამოშვებას. მაღალშემოსავლიანი, ძვირ ობლიგაციებზე ფასების გაზრდას. ასევე, ობლიგაციების გამცემს/ემიტენტს შეუძლია ძველი, უკვე არსებული ობლიგაციების რეფინანსირებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის ნებისმიერ სექტორზე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გარკვეული შედეგის მისაღებისთვის აუცილებელია ის 12 თვიანი შუალედი, რომელიც ზოგადად ეკონომიკაში არსებობს. ფედერალური სარეზერვო ფონდი განაკვეთის ცვლილებით, ცდილობს გრძელვადიან მონაკვეთში მთლიანი ამერიკის ეკონომიკა დააბალანსოს და ერთ მთლიან სურათში დაგვანახოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

გიორგი არაბული