ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა

სამთავრობო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა.
კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა, რომლის გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში კომპანია „ნუტრიმაქსს“ ქალაქ მდებარე 30394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ასევე, კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც გულისხმობსსესხის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმო ყოველწლიურად 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს გამოუშვებს”, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...