29/03/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთის სანქციების წინააღმდეგ – Made in Turkey-ს ნაცვლად Made in Azerbaijan ან Made in Iran

თურქეთში ტექსტილის ბიზნესით დაკავებულებმა გამოსავალს მიაგნეს, რითაც რუსულ სანქციებს თავს დააღწევენ.

როგორც გამოცემა, Hurrıyet წერს, იმისათვის, რომ რუსულ ბაზარზე პოზიციები შეინარჩუნონ და ბაზარი არ დაკარგონ ზოგიერთმა მეწარმემემ Made in Turkey შეცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, ეგეოსის რეგიონში განთავსებულმა საწამოებმა, რომელიც ტექსტილის ცენტრად მიიჩნევა, Made in Turkey-ს Made in Azerbaijan ან Made in Iran ჩაანაცვლეს. უფრო კონკრეტულად კი რუსეთში თურქული პროდუქცია აზერბაიჯანის ან ირანის გავლით შედის. მოდის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნედიმ ორუნის განმარტებით, თურქი მწარმოებლების პროდუქცია რუსეთს ირანისა და აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება.

„თურქეთ-რუსეთის კრიზისმა Made in Turkey-ს პრესტიჟს დაარტყა, რომლებიც დღემდე ხარისხის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. საქმე იქამდეც კი იყო მისული, რომ ჩინელ მწარმოებლებს სურდათ წარწერით -Made in Turkey გაყიდვები კიდევ უფრო გაეზარდათ. თუმცა ეხლა ამ პრესტიჟს ბოლო მოეღო“, – აღნიშნა ორუნმა.

 

bpi.ge