ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, სურსათის უვნებლობის ინსპექტირების შედეგების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ

ევროპის ფონდმა შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მომხმარებლები თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს გაეცნობიან.

ევროპის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ იმ საწარმოების შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის, ან მომსახურების მომხმარებლებიც არიან და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მათივე განცხადებით, აპლიკაცია ასევე დაეხმარება მედიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავად მეწარმეებს სასურსათო ბიზნესისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგში.

”კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა მეწარმეთა მხრიდან კანონმორჩილებას წაახალისებს და ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მობილური აპლიკაცია მოქალაქეებისათვის ყველაზე იოლ და ადვილად გამოსაყენებელ საშუალებას ქმნის საქართველოში მიიღონ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინსპექტირების შესახებ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოძებნოს მისთვის საინტერესო სასურსათო საწარმო იურიდიული სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, ადგილმდებარეობის (თბილისის რაიონები) და საქმიანობის ტიპის მიხედვით, ნახოს რამდენი შეუსაბამობა დააფიქსირა (ან თუ საერთოდ დააფიქსირა) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს-ი) მოცემულ საწარმოში და თუ არის რომელიმე შეუსაბამობა კრიტიკული მნიშვნელობის. აპლიკაცია წარმოადგენს უახლეს მონაცემებს 2016 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული. აპლიკაცია ასევე კრებს ინფორმაციას იმ საწარმოების შესახებ, რომელთა მონაცემებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ, მაგრამ რომლებიც 2016 წლის 1 იანვრიდან არ შემოწმებულან, იმისათვის, რომ სეს-მა მომხმარებელთა ინტერესის შესახებ იცოდეს. აპლიკაცია მომზადებულია ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისათვის. მომხმარებლებს მისი მოძებნა შეუძლიათ Google Play-ზე სახელწოდებით ”სურსათის უვნებლობა“, – ნათქვამია ევროპის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროდუქტი შეიქმნა სეს-თან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

პროექტის მიზანია მომხმარებელთა გააქტიურება საქართველოსა და მოლდოვაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...