ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დაკავებულია არასრულწლოვნებიც, რომლებიც სასტიკად სცემეს – 27 აგვისტოს მსველობის უცნობი ფაქტები (ვიდეო)

,,ქართული ძალა არის ქართული ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც  საქართველოში 2015 წლიდან არსებობს. ქართული ძალის წარმომადგენლები მკაცრად აპროტესტებენ საქართველოში რუსული სპეცსამსახურეების პოლიტიკის გატარებას, ამავდროულად ეწინააღმდეგებიან დასავლეთიდან ლიბერალური ფასეულობების შემოტანასაც.

27 აგვიტოს ,,ქართული ძალის” აქტივისტებმა ნაციონალისტური მსვლელობა გამართეს, სოხუმის დაცემის დღის აღსანიშნავად და დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად. “სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებებს, შესაბამისად ამ ფაქტმა მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ნაწილი იმაზეც დააფიქრა, რომ მსვლელობა პოლიტიკურად მართული იყო და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ვანდალიზმად აღიქვა.

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%902თუმცა რა მოხდა სინამდვილეში? იყო ეს პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის რადიკალური და რეალური გამოვლინება, მართული მსვლელობა თუ უბრალოდ ,,ხმაური ხმაურისთვის”? რას აპროტესტებენ ახალგაზრდები? რა მიზნები ამოძრავებდათ რეალურად მსვლელობის წევრებს და რას უნდა ველოდეთ მათგან მომავალში? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ინფორმაციის დასაზუსტებლად და უცნობი, გაუხმაურებელი დეტალების გამოსააშკარავებლად, საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE) დაუკავშირდა მსვლელობის აქტივისტებსა და ორგანიზატორებს.

რესპოდენტმა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაწყვიტა მკითხველისათვის მისი სახელი და გვარი უცნობად დაეტოვებინა, გთავაზობთ ერთ-ერთ აქტივისტთან (ფსევდონიმით-,,პეტრე”) ჩაწერილ ინტერვიუს:

-რა იყო თვქენი 27 აგვისტოს შეკრების მთავარი მიზანი?

27 აგვისტოს შეკრების მიზანი იყო სოხუმის დაცემის დღის აღნიშვნა და დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგება, ნაციონალისტური მსვლელობით.

-საკმაოდ ბევრი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც ამბობთ; ,,დიდება ერს, სიკვდილი მტერს”. ამ შეძახილებმა საზოგადოებაში ბევრი კითვა გააჩინა. ვის მიიჩნევთ მტრად ჩვენი ქვეყნისთვის?

ნაციონალიზმის არსი ერის, სახელმწიფოს თუ კულტურის სიყვარული, მსახურება და მის ცენტრალურ და პირველ პრიორიტეტად დაყენებაა. როდესაც ადამიანს ვიღაც უყვარს და ძვირფასია მისთვის, ბუნებრივია, იგი ეწინააღმდეგება ყველა იმ ადამიანს და ძალას, რომლებიც მისი სიყვარულის ობიექტის არსებობას უქმნის საფრთხეს და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ნაციონალისტების შემთხვევაში, ყველა ის შიდა თუ გარე ძალა და ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის ქართველი ერის არსებობას, ქართული სახელმწიფოს არსებობას, მის სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ერის ღირსებას და მისი ნების თავისუფალ გამოხატვას საკუთარ სამშობლოში, მიტაცებული აქვს ქართული ტერიტორიები, ახორციელებს ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ დემოგრაფიულ ექსპანსიას, თავს გვახვევს არასასურველ, მასობრივ იმიგრაციას, ასხვისებს ქართულ მიწა-წყალს და ბუნებრივ რესურსებს, ახორციელებს ჩვენი თანამემამულეების ეკონომიკურ ექსპლუატაციას, ჩაგვრასა თუ დისკრიმინაციას, მათ შორის, ეროვნული ნიშნით, მიზანმიმართულად ახორციელებს, ერის წიაღში, ზნეობრივ და მორალურ გახრწნასა და გადაგვარებას, ღალატობს და ყიდის ქვეყნის და ერის ინტერესებს და თანამონაწილეა ზემოაღნიშნულ ძირგამომთხრელ პროცესებში, არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი კულტურის და შესაბამისად, ჩვენი პირადი მტერი.

-რა მიზეზითა და მიზნით გადაინაცვლა მშვიდობიანმა აქციამ თურქული კაფეების წინ?

ჩვენთვის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, კატეგიროულად მიუღებელია ის, რაც აღმაშენებლის გამზირზე ხდება. უბრალოდ, უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ ღიად და პირდაპირ ვაპროტესტებთ, შექმნილ რეალობას: საქართველოს წმინდა მეფის სახელობის გამზირი, რომელმაც თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა სამშობლოს მტრებისგან დაცვას მიუძღვნა, დღეს, მოღალატე და ფულზე გაყიდული პოლიტიკოსების დამსახურებით, გადაქცეულია უცხოტომელთა სათარეშოდ, საროსკიპოდ და ბარ-რესტორან-ჰარამხანად. ეს ადგილი საქართველოს აღარც გავს და ფაქტობრივად, აღარც ეკუთვნის. როგორც ვიცით, და უკვე საკმაოდ ბევრჯერ დაიწერა და ითქვა,  არაერთი უცხოელის მიერ ადგილი ჰქონდა ადგილობრივების ცემის თუ დაჭრის ფაქტებს, მოსახლეობა საუბრობს პროსტიტუციისა და ბარ-ბორდელების არსებობის (მათ შორის, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის), ნარკოტიკების გასაღების ფაქტებზე. ეს ყველაფერი იმალება და არ ხმაურდება. ადგილი აქვს ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას – ხალხს დაწესებულებებში იმის გამო არ უშვებენ, რომ ქართველია. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ისინი სათანადოდ არ რეაგირებენ და დანაშაულებრივად უმოქმედონი არიან. სწორედ, შექმნილ ვითარებას ვაპროტესტებთ. ჩვენთვის ასევე კატეგიროულად მიუღებელია აჭარის თურქეთიზაცია. ცოტა ხნის წინ, უნებართვო სკოლის გახსნას და თურქი ნაციონალისტების – “რუხი მგლების” ტაშ-ფანდურს, სადაც ისინი სარფს თურქეთად აცხადებდნენ, სრულიად არაადექვატური, ნელ-თბილი და კაპიტულიანტური რეაქციები მოყვა მთავრობისგან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, სიტუაციის გამწვავებაზე, ეკისრება არა “ბოროტ” ნაციონალისტებს, არამედ სახელმწიფოს – იმ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, რომლებმაც მიზანმიმართულად შეუწყვეს და მოითბეს ხელი, ამ ყველაფრით, და რომლებიც დღესაც მფარველობენ და ხელს უწყობენ ამ ყველაფერს, კანონიერი თუ კანონს მიღმა მეთოდებით, და იმ სამსახურებსა და სტრუქტურებს, რომელთა ფუნქცია და მოვალეობაცაა ამ ყველაფრის აღკვეთა. აღმაშენებლის ჩათვლით, ყველა საქართველოს გმირი იბრძოდა ქვეყნისა და ერის ასეთი დამამცირებელი ყოფისაგან გასათავისუფლებლად და დასაცავად. ჩვენთვის მათი ღვაწლი მისაბაძი და სამაგალითოა და მათ ბრძოლას ვაგრძელებთ.

-თქვენი ორგანიზაციის წევრები პოლიციამ აიყვანა. რა იყო აყვანის მიზეზი? მოქმედებდა თუ არა კანონის დაცვით პოლიცია? სასამართლომ რა მუხლით წაუყენა მათ სასჯელი?

არცერთი ორგანიზაციის წევრი არ ვარ. მსვლელობა იყო ღია და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ნაციონალისტურად განწყობილ %e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%903მსურველს შეეძლო. ღონისძიების დაგეგმვა მოხდა ინტერნეტით, ფეისბუქზე და არაერთპიროვნული თანა-ორგანიზებით. აყვანის მიზეზი ერთობ ბუნდოვანია, რადგან, მთელი აქციის განმავლობაში, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და ათეულობით თანამშრომელი გამუდმებით თან დაგვყვებოდა. აღმაშენებლის გამზირის მაკდონალდსამდე ჩავლისა და შესაგროვებლად გაჩერების შემდეგ, პოლიცია გარს შემოგვერტყა და, მცირედი შეყოვნების შემდეგ, წინა რიგებიდან ხალხის განურჩევლად აყვანას შეუდგა. დაკავებულია ისეთი ხალხიც, ვინც საერთოდ არ მონაწილეობდა აქციაში და, უბრალოდ, იმ მომენტში და იმ ადგილას აღმოჩნდა. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. როგორც ვიცით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე – ბექა ცხადაძე – სასტიკად არის ნაცემი. ხვალ, საქალაქო სასამართლოში, 11 საათზე, ბიჭებს ბრალს წაუყენებენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ გადმოსცემენ რაციით ბრძანებას – “ყველანი დააკავეთ”.

-თქვენი მხრიდან თუ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას?

მაშინ, როცა აქციის მონაწილეებს უკვე ჩავლილი აქვთ აღმაშენებლის გამზირი, მაკდონალდსამდე, მშვიდად დგანან და არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს. ეს, ლოგიკურად, მიუთითებს იმაზე, რომ, ან პოლიციამ მანამდე და მის თვალწინ ჩადენილ დანაშაულზე თვალი დახუჭა და მოვალეობის შესრულებისას უპასუხისმგებლობა და ინდიფერენტულობა გამოიჩინა, ან კანონის დარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ორივე შემთხვევაში კი, მისთვის კანონის აღსრულება იქნება თუ რეაგირება, არსებითად, დამოკიდებულია “ზემოდან”, “უფროსის” მხრიდან მოსულ ბრძანებაზე, და დაკავებაც, სწორედ, ასეთი ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. ეს ცალსახად მიუთითებს სისტემის გახრწნილობაზე და წინახელისუფლებისეულ ბუნებაზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის დღეს აღმაშენებლის გამზირზე დადიოდნენ უცხოელთა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ეთნიკური ნიშნით ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქართველ მოსახლეობას, რისი შემხედვარე იქ მყოფი პოლიციაც სრულ უმოქმედობას იჩენდა.

-დაკავებულების ახლანდელი მდგომარება როგორია?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი ინფორმაციით,ერთ-ერთი დაკავებული – ბექა ცხადაძე – სასტიკად არის ნაცემი. დანარჩენების მდგომარეობა ნორმალურია.

-მომხდარი ბზარს ხომ არ გაუჩენს თვქენს ორგანიზაციას თუ პირიქით გაძლიერების სტიმულს მისცემს?

მომხდარი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მოძრაობას და, რაც მთავარია, იდეას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი ქვეყნის მომავალი, სამშობლოს სიყვარულისთვის და შექმნილი გაუსაძლისი და აუტანელი რელობის მწვავე კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვისთვის, არაჰუმანურად, მოღალატეობრივად და უსამართლოდ წლობით ციხეში გამოამწყვდიეს, ეს მოვლენა კიდევ უფრო მეტი ხალხის გააქტიურებას, რადიკალიზებას, ქუჩაში გამოსვლას და პროცესებში აქტიურად ჩართვას გამოიწვევს, ეს ბიჭები კი საზოგადოების თვალში სამშბლოს გმირებად გადაიქცევიან. ნურავის დაავიწყდება, რომ ჩვენ ქართველი ერის აბსოლუტური და ჯანმრთელი უმრავლესობის სათქმელს და ინტერესებს გამოვხატავთ.

-და ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ? თუ გეგმავთ მსგავსი ტიპის გამოსვლებს მომავალში?

ჩვენი მიზანია საერთო-ეროვნული გამოღვიზება. ჩვენ ამ მიზანს ხალხში გაბნეული ჯანსაღი და არაორგანიზებული ელემენტების ერთ მოძრაობაში და სუბ-კულტურაში გაერთიანების გზით მივაღწევთ – სუბ-კულტურაში, რომელიც, სამომავლოდ, ჩვენი საზოგადოების დომინანტი კულტურა გახდება და მის კოლექტიურ ცნობიერებასა და ცხოვრებაში კუთვნილ და ურყევ ადგილს დაიმკვიდრებს. ჩვენ ორიენტებულნი ვართ ახალგაზრდობაზე – ჩვენი ერის მომავალსა და ხვალინდელ დღეზე. ჩვენ ჩავუნერგავთ მათ წიგნისა და ცოდნის სიყვარულს, მივცემთ კრიტიკული, დამოუკიდებელი და უშიშარი აზროვნების მაგალითს, აზროვნების, რომელსაც თავსმოხვეულად დამკვიდრებული “პოლიტ-კორექტულობის” მარწუხები ვერ შეაჩერებს, რომელსაც  ფსევდო-მეცნიერული ზღაპრებითა და დაუსაბუთებელი ნარატივებით ვერ გააბრუებენ, რომელიც შეძლებს დღეს არსებული საყოველთაო მენტალური გულაგის საზღვრების დაძლევას. ჩვენ მათში გავაღვიძებთ მებრძოლ სულს და საზოგადოებაში ავაღორძინებთ მიძინებულ მეომრის კულტს.

ავტორი : გვანცა ჩხიკვაძე

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE)

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

წყალტუბოში 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, უცნობმა პირებმა 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს. ...