ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სკანდალური ინფორმაცია სანდრა რულოვსზე დღეს გადავეცი პროკურატურას – აღნიშნულ საქმეში მე მყავს ოქროს მოწმეები

ნაციონალები გავეშებულები იწყებენ ჩემზე ნადირობას – “heroკრატიის” სისხლიანი კადრებიადან რეალობამდე – ახალკაცი

2 დღის წინ “heroკრატიის” რეალურმა გმირმა ალექსანდრე ახალკაცმა, მთავარ პროკურატურაში პროკურორებს ჩენება მისცა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი მინისტრების მიმართ.

“ხვალ 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში პროკურორებს ჩენებას მივცემ მიხეილ სააკაშვილის და მისი მინისტრების მიერ, სად-ის მე-8, მე-17 და მე-19 დაწესებულებების მაღალჩინოსნების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული სისტემური დანაშაულის შესახებ. ასევე სხვების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და მორლურ-ფსიქოლოგიური ზეწოლების შესახებ. ადამიანთა მიზანმიმართული მოკვლების, ცემაში შემოკვდომების და ტუბერკულიოზით ძალით დაავადებების შესახებ.
პ.ს. გაგიკვირდებათ და სანდრა რულოვსის წინააღმდეგაც სერიოზული ბრალდებები მაქვს, თუ როგორ მონაწილეობდა ის ერთ_ერთ დიდ ,,სქემაში” რომლის შეადეგადც ასეულობით პატიმარი მოკლეს…” –
დაწერა ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში

ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციოს სააგენტო Georgian National News (GNN.GE) დაუკავშირდა ალექსანდრე ახალკაცს და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

რატომ ახლა? თუ ამდენ ინფორმაციას ფლობდით აქამდე რატომ არ თქვით?

ჯერ ერთი, რომ პროკურატურას აქვს თავისი ვადები, მეორეც ის, რომ მე აქამდე არ ვდუმდი, ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს კარგად მოეხსენებათ, რომ მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ მე ვფლობ ინფორმაციას, რომელსაც თავად ვესწრებოდი, ანუ ინფორმაცია რომელიც უშუალოდ ვიცი რაც ხდებოდა ციხეებში.

ვინმეს მხრიდან ზეწოლას ხომ არ განიცდით, საარჩევნოდ, რომ ასაჯაროებთ ამდენ სკანდალურ ინფორმაციას?

ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ხდება, პირიქით ალბათ დაცვას ვსაჭწიროებ, რადგან ნაციონალები გავეშებულები იწყებენ ჩემზე ნადირობას. ჩემს მიერ ჩვენებებში მიცემული ფაქტების დიდი ნაწილი ჩემს რომანშივე მაქვს აღწერილი. საუბარია ციხეში დაწერილ ტექსტსზე “გამოცდა ხელბორკილით”. საქმე აღძრულია ჩემს მიმართ განცხორციელებულ არაადამიანურ ქმედებებზე და წამებაზე.

ხოლო ის სკანდალური ინფრომაცია რომელიც სანდრა რულოვსააც ეხება სულ რამოდენიმე დღეა რაც მოვიპოვე და დღეს უკვე გადავეცი პროკურატურას, აღნიშნულ საქმეში მე მყავს ოქროს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ შესაზლო ბრალეულობას სანდრა რულოვსის.

დაგეგმილი გქონდათ თუ არა “ჰეროისკრატია”-ს წინასაარჩევნოდ გაშვება თუ დამთხვევაა?

ფილმის გაშვებაზე მკითხეთ და მე ამ საკითხს არ ვწყვეტდი, მე არანაირი შეხება არ მქონია გადაღებებთან, გარდა იმისა, რომ გადაღების დაწყებამდე გავეცანი სცენარს, შემდეგ კი ვუყურე სხვებთან ერთად პრემიერას კინოტეატრ “რუსთაველში”.

ვინ არიან მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებენ და აქამდე სად იყვნენ და კონკრეტულად გახსოვთ ვინები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თქვენს “წამებაში”?

რა თქმა უნდა მახსოვს კონკრეტულად თუ ვინ ირებდა ჩემს არაერთგზის წამებაში მონაწილეობას და ამ სახელებს პროკურატურას ვუცხადებს, ხოლო მოწმეების შესახებ ვერ განვაცხადებ საჯაროდ მათივე უსაფრთხოების მიზნით და ასევე გამოძიების ინტერესებოდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვყენებს: “29-31 მარტს ...