მსოფლიო

Shazam-მა ერთნაირი მუსიკალური გემოვნების მქონე ქალაქები გამოავლინა

BBC-სა და Shazam-ის ერთობლივი პროექტის წყალობით, ერთნაირი მუსიკალური გემოვნების მქონე ქვეყნები გამოავლინდა. მაგალითისთვის, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკაში და ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში მცხოვრებ ადამიანებს თითქმის იდენტური მუსიკალური გემოვნება აქვთ. ბრიტანული ბორნმუტის მუსიკალური „თანამოაზრე“ კი აბუ-დაბი გახდა. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს, ლონდონელების მსგავსი მუსიკა ახალი ზელანდიის ქალაქის, კაიოპოის მაცხოვრებლებს მოსწონთ.

გაირკვა ისიც, რომ ყველაზე დიდი გავლენა დღესდღეობით პოპ-მუსიკას აქვს. ტეილორ სვიფტისა და დრეიკის სიმღერებს აქტიურად უსმენენ ბანგლადეშში, ყაზახეთსა და პერუში.

Fortunaplus.ge