მსოფლიო

მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,2%-ით 3,4%-მდე შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,2%-ით 3,4%-მდე შემცირდება.
სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში წარდგენილი პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა 3,6% უნდა ყოფილიყო.
IMF-ის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 3,6% იქნება.
„2016-2017 წლებში განვითარებული ქვეყნები მცირე ზრდას განაგრძობენ. თუმცა, შენელდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, განვითარებადი ქვეყნები კი სირთულეებს დაუპირისპირდებიან“, – ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

IMF-ის განცხადებით, დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის დაბალი ფასების გამო 2016 წელს რუსეთი კვლავაც ვერ შეძლებს რეცესიიდან გამოსვლას.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ირანული ნავთობი გამოვა, აშშ-ში კი ფიქლის ნავთობის მოპოვება გაიზრდება, რთულად წარმოსადგენია ნავთობზე ფასების ზრდა, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტმა მორის ობსტფელდმა.