24/04/2024
Latest:
საზოგადოება

„პეპსი“ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს გასინჯული

ინტერვიუ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან

 ჩემი პირველი  სამსახური იყო  პურის ქარხნის ლაბორტორიაში.  ქარხანაში ერთი წელი ვიმუშავე, ძალიან პრიმიტიული თანამდებობა მქონდა, ისეთი, როგორსაც  ძალიან ახალგაზარდებს აძლევენ. მაშინ 18 წლის ვიყავი, თან ვწავლობდი, თან ვმუშაობდი.

პირველი ხელფასი  რამდენი იყო არ მახსოვს, ეს ძალიან  შორეული წარსულია. მაშინ სხვა წყობილება და სხვა ფული იყო. თუმცა, ვიცი, რომ ხელფასი მიზერული იყო. არ მგონია, კმაყოფილი ვყოფილიყავი.

პირველაკოკაკოლა“  გავსინჯე  20 წლის ასაკში. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ „კოკა-კოლა“  საქართველოში არც კი შემოდიოდა. ეს იყო გასულ საუკუნეში.  ჩემს მეგობარს თუ არ ვცდები სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებმა ჩამოუტანეს ერთი ქილა. იმ ერთი ქილიდან რაღაც ნაწილი მეც შემხვდა.

მაშინ იმ ქილას რომ ვუყურებდი   თვალებში გაორება მომივიდა იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა  „კოკა-კოლას“ თუ საქართველოში მე შემოვიტანდი. მაშინ იმდენად კომუნისტური რეჟიმი და დახურული გარემო იყო, რომ ვერასდროს წამოვიდგენდი, თუ ეს სისტემა  დაიშლებოდა. მაშინ  წარმოუდგენელი  იყო თუნდაც ის, რომ ვიღაც თვითმფრინავში ჩამდარიყო და საზღვარგარეთ გაფრენილიყო.

 პეპსი  დავლიე მხოლოდ  ერთხელ. გავსინჯე,რომ მცოდნოდა რასთან მქონდა საქმე.  მიჩვეული რაზეც ხარ ის მოგწონს.

„კოკა-კოლას“  ვსვამ  – დღეში ორ ბოთლს, ოღონდ   ზეროს. იმიტომ არა,  რომ დიეტაზე ვარ, უბრალოდ, ძალიან მომწონს. ყინულებთან ერთად, პატარა ლიმონი ჩაწურე და დამთავრებული ამბავია.

ახლა რომ  აბიტურიენტი ვიყო ორ მიმართულებას შევისწავლიდი. ჩავაბარებდი იურიდიულზე და მეორად სპეციალობად ეკონომიკა-ბიზნესი მექნებოდა.  ორივე მიმართულების ერთად  ცოდნა  აუცილებელია.

სამსახურში  მივდივარ ყოველ დღე, სხვადასხვა დროს. სხვადასხვა დატვირთვით, იმის გეგმა არ მაქვს, რომ აუცილებლად  6 საათზე ავდგე, მივიდე სამსახურში  და დავხვდე მუშებს, ადმინისტრაციას და მერე ვუყვირო რატომ დააგვიანეს. ასეთი მართვის მეთოდი არ მაქვს. თუ საჭიროა 7-ზე მივალ, თუ საჭიროა -10-ზე და ასე. გააჩნია ჩემს იქ ყოფნაზე რა მოთხოვნილებაა.

სამსახურში  დღეს  ვიწყებ  მისალმებით, შემდეგ ინფორმაციას ვღებულობ შვილობილი კომპანიებიდან – მაკდონალდსიდან, ლუდის ქარხნიდან, „კოკა-კოლადან“ და ასე შემდეგ. ჩემი თანაშემწე მაგიდზე ინფორმაციას მახვედრებს, ვამოწმებ ფინანსებს, მივყვები ბიუჯეტს, რა როგორ დაიხარჯა და ასე.

ჩემი თავი პენსიაზე მყოფი ვერ წარმომიდგენია.  არც ვიცი მეკუთვის თუ არა პენსია. როდესაც  ასაკში შევალ და მენეჯერად სხვას დავნიშნავ, არ ვიცი რას ვიზამ, ალბათ, მოვემზადები სხვა  ცხოვრებაში გადასასვლელად.

ყველაზე მეტად  მეშინია ახლობელ ადამიანებს რამე არ დაემართოთ. ამის ძალიან მეშინია.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა და  ამ დრომდე ისევ ვოცნებობ, რომ დიდი წარმოება მქონოდა. ვგიჟდები დიდ რეკლამებს რომ ვხედავ. ზუგდიდის შესასვლელში დიდი რეკლამა დავაყენეთ, ამ რეკლამის მეშვეობით იგრძნობა, რომ სხვა ქვეყანაში შედიხარ.  „კოკა-კოლა რომ წარმატებულია  და სახალხო სასმელად ვაქციე, ეს ჯერ კიდევ ვერ  გამითავისებია. ამ ბრენდთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ოცნება მაქვს. მეორე ოცნება იყო, რომ როდისმე  ქართველი ბავშვები მაკდონალდსში“  შესულები დამენახა.  მგონია, რომ გამომივიდა და ისინი ამერიკის სიტუაციას დავაახლოვე. მაგალითად, გუშინ ვიყავი „მაკდონალდში“  და ძალიან მომეწონა, ახლგაზრდები მიდიან, ერთობიან, ისვენებენ.  მინდა, კიდევ ბევრი გავაკეთო. 2016 წელს დავამატებ 11 რესტორანს. რუსთავში  ძალიან დიდ და გრანდიოზულ „მაკდონალდს“ ვაშენებ. ვთვლი, რომ დამთავრებული არ მაქვს ის პროექტები, რომელიც დაწყებული მაქვს. აქედან გამომდინარე, გასაკეთებლი  ჯერ კიდევ ბევრი მაქვს.

კარიერის მისაღწევად  სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა მეთოდები აქვს. ზოგი მლიქვნელობით აღწევს კარიერას, ზოგი ეშმაკობით. ზოგიც შრომით. თუმცა,  შრომით მიღწეული კარიერა ბევრს არ უფასდება. თუ გადახედეთ სახელწმიფო უწყებაში დასაქმებულებს, ვნახავთ, რომ იქ უამრავი პროფესიონალია, თუმცა, ხშირად ეს პროფესიონალები მოადგილეები არიან, მთელი ტვირთი კი მათზე  გადადის. უმაღლეს მწვერვალებს აღწევს  ის ხალხი, ვისაც კარიერა არ გაუკეთებია იმ მიმართლებით, რა პოზიციასაც იკავებენ. ისინი ან პოლიტიკური  ომით არიან მოხვედრილები ან რამე მსგავსით. მათ არ ეკუთვნით ეს თანამდებობა იმიტომ, რომ ქუჩაში იდგნენ. რევოლუციური პათოსი არ მომწონს.

საყვარელი სადღეგრძელო არ მაქვს. ზოგადად, ბევრს არ ვსვამ. ვთვლი, რომ სადღეგრძელოები ძალიან ბანალურია, არ   მიყვარს ამ სადღეგრძელოებში  ერთმანეთს რომ აქებენ და ფეხზე დგებიან. ჩემთვის  ყველაზე დიდი ტრაგედიული მომენტია მაშინ, როდესაც  თამადა  ერთ სადღეგრძელოს იტყვის  და ამ დროს 50 კაცი ფეხზე დგება. საგიჟეთში ვხვდები ხოლმე, ეს რა არის?

ინფორმაციას  ვიღებ ყველა წყაროდან, ტელევიზიიდან. მაგალითად, როდესაც მანქანაში ვზივარ, რადიო მაქვს ჩართული და ვუსმენ. ინტერნეტში ვკითხულობ რაღაცეებს. ძირითადად კითხვა მიყვარს.

ახლა ვკითხულობ გოვარდ მაფეტის ცხოვრების მთელ ციკლს. ცოტა მიჭირს ინგლისურად კარგად  ვერ ვკითხულობ, ზოგ რამეს მითარგმნიან, ასე ვწვალობ, მაგრამ მაინც. ძალიან მომწონს ამ კაცის ცხოვრება, ძალიან  ღრმა ცხოვრება აქვს. გარდა ამისა, ძალიან ბევრს ვკითხულობ წიგნებს  ეკონომიკაზე, ახალ მიღწევებზე, მართვის სისტემებზე. ძალიან კარგი წიგნებია გამოსული.

ქვეყანა, სადაც  სიამოვნებით ვიცხოვრებდი არის გერმანიაა, კერძოდ, კი მიუნხენი. ეს ქალაქი ძალიან მომწონს.

ყველაზე კომფორტულად თავს  გრძნობ სახლში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა   ბოქსი, ფეხბურთი, კალათბურთი. ყველა სპორტი მიყვარს.

საყვარელი სპორტსმენი. მუჰამედ ალი. ფეხბურთელებიდან:  ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, მიშა  მესხი. მსგავსი ფეხბურთელები მსოფლიოში აღარ არსებობენ.  ასეთები აღარ იბადებიან.

საყვარელი  ფეხბურთის გუნდია მანჩესტერ იუნაიტედი.

cbw.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]