მსოფლიო

იტალია, კორპორაცია Google-ს, გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს

იტალიის სახელმწიფომ, კორპორაცია Google-ი, გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. საუბარია 2008 წლიდან-2013 წლამდე პერიოდზე. თანხის მთლიანი მოცულობა, დაახლოებით 300 მილიონ ევროს შეადგენს, – აღნიშნულის შესახებ La Repubblica წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორპორაცია, მოლაპარაკებებს აწარმოებდა იტალიის ხელისუფლებასთან და 150-200 მილიონი ევროს სახით კომპენსაციას სთავაზობდა. აღნიშნულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

იტალიის ხელისუფლებისგან დადანაშაულებასთან დაკავშირებით, კორპორაციაშიც აკეთებენ კომენტარს.

“კომპანია Google-ის საქმიანობა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისია, სადაც კორპორაცია ამას ახორციელებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამისს ორგანოებთან ამ თემასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ Google-ში.

ipress.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]