25/04/2024
Latest:
მსოფლიო

Samsung-ი სამხრეთ კორეაში ტურისტებს Galaxy Note 5-ს დაურიგებს

კომპანია Samsung-ი კორეულ მობილურ ოპერატორ SK Telekom-თან თანამშრომლობით, სამხრეთ კორეაში ჩასულ ტურისტებს Galaxy Note 5-ს გადასცემს.

საუბარია სმარტფონის ტურისტებისათის 5 დღემდე ვადით გადაცემაზე, რომელსაც თან უფასოდ 1 გბ ინტერნეტიც მოყვება. როგორც უცხოური პრესა წერს, ეს იქნება მობილური ტექნოლოგიების ხელშეწყობის პროგრამის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ინერგება.

პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, ტურისტებისათვის გამოყოფილი იქნება 250 სმარტფონი, რომლებიც მათ აეროპორტშივე დაურიგდებათ. უხეში გათვლებით წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისისთ 12 ათასი ტურისტი ისარგებლებს.

ტურისტებს Samsung-ის ახალი ფლაგმანის გამოცდასთან ერთად SK Telekom-ის მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტის გამოყენების საშუალებაც ეძლევათ. შეგახსენებთ, რომ Samsung-ი სამხრეთ კორეული კომპანიაა და მისი სათაო ოფისი სეულში მდებარეობს.

bpi.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]