25/04/2024
Latest:
მსოფლიო

ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები მსოფლიოში

უკვე ზედიზედ ექვსი წელიწადია ჰონგ კონგი ყველაზე მონახულებადი ქალაქია. Euromonitor International-ის ინფორმაციის თანახმად ჰონგ კონგმა 2015 წელს დაახლოებით 28 მილიონი სტუმარი მიიზიდა.

2013 და 2014 წლებში სტუმართა რაოდენობის 8%-ით გაზრდით ჰონგ კონგმა თავისი პირველობა გაიმყარა. ამ მაჩვენებელმა 2015 წელს 2 მილიონით მოიმატა.

მეორე ადგილი კი ლონდონმა დაიკავა, 17 მილიონი სტუმრით.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა სინგაპური და ბანგკოკი. 2015 წელს ვიზიტორთა რაოდენობა  3%-ით გაიზარდა და  17,4 მილიონს მიაღწია. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების წარმატება მთავარი ფაქტორი გახდა  სტუმრების  რაოდენობის მატებაზე.

Euromonitor-ის წარმომადგენელმა ვოუტერ გერტსმა განაცხადა „იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი დარჩე საერთაშორისო ქალაქის მიმართულებების ლანდშაფტში, საუკეთესო საშუალება უზრუნველყოფილი კავშირი და სიახლეებია“

სტუმართა რაოდენობის შემცირების მიუხედავად სინგაპური მესამე ადგილს ინარჩუნებს. ჩინეთის და ინდონეზიის შემთხვევაშიც ამის გამომწვევ მთავარ მიზეზად სავაჭრო ბაზრის კრიზიის თვლიან. თუმცა, თუ მთავრობა ყურადღებას გადაიტანს ტურიზმზე და Singapore Airline-ის გაფართოებაზე, შესაძლოა ქალამა პირველი ადგილიც კი დაიკავოს.