25/04/2024
Latest:
მსოფლიო

iPhone 7 შესაძლოა ჰაერში დაიტენოს

გავრცელებული ინფორმაციით, სტარტაპი Energous-ი Apple-თან გარიგდა, რომლის მიხედვითაც შემდეგი თაობის iPhone-ში WattUp-ის ტექნოლოგიის გამოყენება მოხდება.

როგორც ირკვევა, „ჩაკბეჩილ ვაშლს“ შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი პროდუქცია, სადენის გარეშე, ჰაერში, 4,5 მეტრის რადიუსში დამუხტოს.

რეალურად საუბარია Energous-ის ძალიან მცირე ზომის ჩიპზე, რომლის განთავსებაც ოთახში ნებისმერ ადგილზე შეიძლება და სწორედ მისი საშუალებით, სადენის გარეშე მოხდება სმარტფონის დატენვა. უნდა აღინიშნოს, რომ დამუხტვა მოხდება ავტომატურ რეჟიმში და ტელეფონის სპეციალურად დასამუხტად ჩართვა საჭირო არ იქნება.

Energous-ის ქმნილება სრულყოფილ ფუნქციონირებას უკვე 2016 ან 2017 წლიდან შეძლებს, შესაბამისად iPhone 7-ი ან iPhone 7S-ი შესაბამის მხარდაჭერასაც მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ Energous-სა და Apple-ს პარტნიორობაზე ოფიციალური განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.